უბნის მაღაზიებისთვის

ნისიისა და საკუთარი ვალების აღრიცხვა ერთ პროგრამაში

აკონტროლეთ, ვისგან რამდენი გაქვთ ასაღები და ვისზე რამდენი გაქვთ გადასახდელი. ყველა ჩანაწერი — თქვენს ტელეფონში.

100 ₾ ერთხელ · ყოველთვიური გადასახადის გარეშე

პრობლემა

ქაღალდის რვეული შეიძლება დაიკარგოს ან დასველდეს, ჩანაწერები კი აირიოს. ძნელი გასარკვევია, ვისგან რამდენი გაქვთ ასაღები და ვინ აგვიანებს გადახდას. დარეკვა და შეხსენება უხერხულია.

გამოსავალი

ყველა მოვალე ერთ სიაში, თანხითა და ვადით, თქვენი საკუთარი ვალები — ცალკე. ერთი ღილაკით დარეკავთ ან თავაზიან შეხსენებას გაუგზავნით.

რას აკეთებს

პროგრამის გამოყენება მარტივია მათთვისაც, ვინც ტელეფონში მსგავს პროგრამებთან მუშაობას მიჩვეული არ არის.

✓
ყველაფერი ერთ ეკრანზეერთი შეხედვით ჩანს, ვისგან რამდენი გაქვთ ასაღები, ვისზე რამდენი გაქვთ გადასახდელი და ვინ როდის დაგპირდათ გადახდას.
✓
შეხსენება ერთი ღილაკითWhatsApp-ით ან SMS-ით, მზა თავაზიანი ტექსტით. გაგზავნამდე ტექსტს ნახავთ და საჭიროებისას შეცვლით.
✓
დარეკვა სიიდანერთი შეხებით დარეკავთ. საუბრის შემდეგ გადახდის ახალ ვადას ჩაწერთ.
✓
დილის შეხსენებაყოველ დილას ელფოსტაზე მიიღებთ ვადაგადაცილებული ვალების სიას.
✓
თქვენი ვალებიცცალკე სიაში — ვის რამდენი უნდა გადაუხადოთ. მთავარ ეკრანზე ორივე ჯამი ერთად ჩანს.
✓
უსაფრთხოებამონაცემები თქვენს Google ანგარიშშია. ყოველ ღამე ავტომატური სარეზერვო ასლი იქმნება. ტელეფონიც რომ დაკარგოთ, ჩანაწერები არ დაიკარგება.
მთავარი: ასაღები და ჩემი ვალები
მთავარი: ასაღები და ჩემი ვალები
მოვალეების სია
მოვალეების სია
შეხსენება ერთი ღილაკით
შეხსენება ერთი ღილაკით

როგორ მუშაობს

  1. მყიდველს ვალად მიეცით → ჩაწერეთ სახელი, თანხა და ვადა.
  2. ვადა რომ მოვა, მოვალე შესახსენებლების სიაში გამოჩნდება → დაურეკეთ ან შეხსენება გაუგზავნეთ.
  3. მოვალემ გადაიხადა → ჩაწერეთ და ჯამი თავისით გადაითვლება.

ფასი და დაყენება

100 ₾ერთხელ
ყოველთვიური გადასახადი არ არის.
  • ბათუმში ადგილზე დაგიყენებთ, სხვა ქალაქებში — ონლაინ. საწყისი მონაცემების შეტანაშიც დაგეხმარებით.
  • თქვენგან არაფერია საჭირო: Google ანგარიშსაც ჩვენ შეგიქმნით.
  • მუშაობს ტელეფონზე, პლანშეტსა და კომპიუტერზე.
  • 2 კვირა უფასო დახმარება. გადახდა გადარიცხვით.
დღის ნავაჭრიც გინდათ? ნისია + ნავაჭრი — 200 ₾

ხშირი კითხვები

ინტერნეტი საჭიროა?

დიახ. ჩვეულებრივი მობილური ინტერნეტი საკმარისია.

კომპიუტერზეც მუშაობს?

დიახ. კომპიუტერზე დარეკვის ღილაკი არ არის, მაგრამ შეხსენების მზა ტექსტი იქაც გაქვთ.

რამდენ ხანს იმუშავებს?

პროგრამას მოქმედების ვადა არ აქვს და წლების განმავლობაში იმუშავებს. როცა ჩანაწერების ადგილი ამოწურვას მიუახლოვდება, პროგრამა წინასწარ გაგაფრთხილებთ.

ჩემი მონაცემები ვის შეუძლია ნახოს?

მხოლოდ თქვენ. პროგრამა თქვენს Google ანგარიშშია, ჩვენთან არაფერი ინახება. დაყენების შემდეგ პაროლს თქვენ შეცვლით — ამის შემდეგ წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ.