ნისია + ნავაჭრი

ნისიაც და ნავაჭრიც — ერთ ადგილას, ერთმანეთთან დაკავშირებული

მაღაზიისთვის, რომელიც ვალადაც ყიდის და ყოველდღიურ ნავაჭრსაც ითვლის.

200 ₾ ერთხელ · ყოველთვიური გადასახადის გარეშე

პრობლემა

ცალ-ცალკე ორი პროგრამა ერთმანეთს ვერ ხედავს: ვალი ერთგან წერია, ნავაჭრი — მეორეგან. დაბრუნებული ვალი კასაში ხელით უნდა ჩაწეროთ.

გამოსავალი

ერთად — ერთი სისტემა, სადაც ერთი ჩანაწერი ორივე პროგრამაში სწორად აისახება.

რას აკეთებს ერთად

ორივე პროგრამის ყველა შესაძლებლობა და დამატებით:

✓
ვალად გაყიდულინავაჭრში ითვლება, მაგრამ კასაში ფულად არ ჩანს. ასე კასის ნაშთი ყოველთვის ზუსტია.
✓
ვალის დაბრუნებისასპროგრამა გკითხავთ, ფული კასაში შემოვიდა თუ ბანკში, და თავისით ჩაწერს.
✓
პირადი სესხიცალკე რჩება და ნავაჭრს არ ერევა.
✓
თქვენი ვალის გადახდისასპროგრამა გკითხავთ, საიდან გადაიხადეთ, და ხარჯებში თვითონ ჩაწერს.
✓
ზედა გადამრთველიერთი შეხებით გადახვალთ ნისიიდან ნავაჭრზე და პირიქით.
ზედა გადამრთველი: ნავაჭრი ⇄ ნისია
ზედა გადამრთველი: ნავაჭრი ⇄ ნისია
ვალის დაბრუნება: კასაში თუ ბანკში
ვალის დაბრუნება: კასაში თუ ბანკში
დაბრუნებული ვალი დღის ნავაჭრშიც ჩანს
დაბრუნებული ვალი დღის ნავაჭრშიც ჩანს

ფასი

პროგრამაფასი
ნისიის რვეული100 ₾
დღის ნავაჭრი130 ₾
ნისია + ნავაჭრი200 ₾

ერთად ორი პროგრამა ერთმანეთს ავტომატურად აწვდის მონაცემებს: დაბრუნებული ვალი თავისით ჩნდება კასაში ან ბანკში, თქვენი ვალის გადახდა — ხარჯებში. დაყენების, დახმარებისა და გადახდის პირობები ისეთივეა, როგორც ცალკე პროგრამებზე.

200 ₾ერთხელ
ყოველთვიური გადასახადი არ არის.
  • ბათუმში ადგილზე დაგიყენებთ, სხვა ქალაქებში — ონლაინ. საწყისი მონაცემების შეტანაშიც დაგეხმარებით.
  • თქვენგან არაფერია საჭირო: Google ანგარიშსაც ჩვენ შეგიქმნით.
  • მუშაობს ტელეფონზე, პლანშეტსა და კომპიუტერზე.
  • 2 კვირა უფასო დახმარება. გადახდა გადარიცხვით.