კლასის დღიური — გაკვეთილი და დავალება მშობლის ტელეფონში
მასწავლებელი წერს, მშობელი ერთი დაჭერით ხედავს. მშობლების ჩატში ძებნის, რეგისტრაციისა და პაროლის გარეშე.
15 ₾ მოსწავლეზე · მთელი სასწავლო წლისთვის
ნაცნობია?
რას ხედავს მშობელი
ტელეფონის ეკრანზე „კლასის დღიურის“ ხატულა — ერთი დაჭერა და ყველაფერი ჩანს.



რას აკეთებს მასწავლებელი
ყველაფერი ტელეფონიდან, ერთ წუთში. პროგრამა თვითონ ითვლის, რომელ დღეს გამოჩნდეს დავალება.
მაგალითად, ინგლისურის მასწავლებელი: ხედავს მხოლოდ თავის საგანს და წერს განცხადებებს. სცადეთ თავად — არაფერი ინახება.
როგორ მუშაობს
- მასწავლებელი გაკვეთილის შემდეგ ტელეფონიდან ჩაწერს გაკვეთილს და დავალებას — ერთ წუთში.
- მშობელი კლასის QR-ს ერთხელ დაასკანერებს და ხატულას ტელეფონის ეკრანზე დაიმატებს.
- შემდეგ ყოველდღე — ერთი დაჭერა და ყველაფერი ჩანს.
ფასი და დაწყება
- ყველაფერს ჩვენ ვაწყობთ: კლასის ცხრილს, მასწავლებლის ბარათებს და მშობლების QR სტიკერებს.
- თანხის ჩარიცხვიდან 2–4 დღეში ყველაფერი მზად იქნება.
- მუშაობს ნებისმიერ ტელეფონზე. რეგისტრაცია და პაროლი მშობელს არ სჭირდება.
- თანხას კლასი იხდის ერთად. გადახდა გადარიცხვით.
ხშირი კითხვები
რა სჭირდება მშობელს?
მხოლოდ ტელეფონი ინტერნეტით. აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რეგისტრაცია და პაროლი არ სჭირდება.
მასწავლებელს გაუჭირდება?
არა. ჩაწერა ერთ წუთს სჭირდება, ჩვეულებრივი მესიჯის მსგავსად. პირველ დღეებში ჩვენ დავეხმარებით.
ბავშვების მონაცემები ინახება?
არა. ბავშვების სახელები, ნიშნები და მშობლების ტელეფონები არსად ინახება — მხოლოდ ცხრილი, დავალებები და განცხადებები. თითოეულ კლასს თავისი QR აქვს.
სხვა ქალაქში ვართ — შეიძლება?
დიახ, ყველაფერი ონლაინ ეწყობა. სტიკერებს ფოსტით გამოგიგზავნით.