მძღოლებისთვის

ნუ ასიგნალებ — დაასკანერე!

საქართველოს რუკის ფორმის QR სტიკერები მანქანისთვის. გარე სტიკერს დაასკანერებენ და დაგირეკავენ. შიდაზე — თქვენი ქალაქი და ყველაფერი საჭირო: ნავიგაცია, ჯარიმები, პარკირება, ავტომომსახურება და საგზაო ინფორმაცია.

10 ₾ 2 გარე სტიკერი · 15 ₾ 2 გარე + 2 შიდა · სხვა ქალაქებში +5 ₾ მიწოდება

გარე სტიკერი მანქანის წინა მინის ქვედა კუთხეში
წინა მინაზე, ქვედა კუთხეში
გარე სტიკერი მანქანის უკანა მინაზე
უკანა მინაზე
შიდა სტიკერი ბათუმი სალონში, ტორპედოზე
შიდა სტიკერი სალონში
გარე სტიკერი: საქართველოს რუკა QR კოდით დასარეკად
გარე სტიკერი — დაახლოებით 15 სმ
შიდა სტიკერი: ბათუმი
შიდა სტიკერი: ბათუმი — 10 სმ
შიდა სტიკერი: თბილისი
შიდა სტიკერი: თბილისი

შიდა სტიკერზე თქვენი ქალაქი დაიწერება: ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, გორი ან ზესტაფონი. სხვა ქალაქებისთვის — „საქართველო“.

პრობლემა

თქვენი მანქანა მეზობელს გზას უკეტავს, თქვენ კი სახლში ხართ და ვერაფერს იგებთ. მეზობელი ასიგნალებს, ხმაური ატყდება.

გამოსავალი

მეზობელი QR კოდს დაასკანერებს და ერთი შეხებით დაგირეკავთ. თქვენი ტელეფონის ნომერი სტიკერზე არ წერია.

რას იღებთ

სტიკერის ყველა სერვისი უფასოა, ყოველთვიური გადასახადის გარეშე.

✓
2 გარე სტიკერიწინა და უკანა მინისთვის. ვინც გაიჭედება, წინ იქნება თუ უკან, QR კოდს დაასკანერებს და ერთი შეხებით დაგირეკავთ. შეგიძლიათ ორი ნომერიც მიუთითოთ, მაგალითად, თქვენი და მეუღლის.
✓
2 შიდა სტიკერითქვენი ქალაქის სახელით, გულით რუკაზე და QR კოდით, რომელშიც ყველა საჭირო სერვისია: ნავიგაცია ერთი შეხებით (Google Maps); პოლიციის ჯარიმები; პარკირების გადახდა და ჯარიმები; ახლომდებარე ვულკანიზაცია, ავტოსერვისი, ბენზინგასამართი სადგური და ევაკუატორი; საგზაო ინფორმაცია (გზების მდგომარეობა).
✓
მზა სტიკერისაქართველოს რუკის ფორმით ამოჭრილი: გარე — დაახლოებით 15 სმ სიგრძის, შიდა — 10 სმ. ქაღალდს მოაცილებთ და დააკრავთ.
✓
ტელეფონის ნომერი სტიკერზე არ წერიანომერს მხოლოდ ის გაიგებს, ვინც QR კოდს დაასკანერებს.

როგორ მუშაობს

  1. მოგვწერეთ WhatsApp-ზე: ტელეფონის ნომერი (ან ორი ნომერი), ქალაქი და კომპლექტი.
  2. დასადასტურებლად გამოგიგზავნით ნომრებს, თანხასა და მიღების დღეს.
  3. გადარიცხვის შემდეგ სტიკერებს უახლოეს ბეჭდვის დღეს დავბეჭდავთ და გადმოგცემთ.
  4. გარე სტიკერები წინა და უკანა მინას გარედან დააკარით, შიდა — მინას შიგნიდან ან სალონში. მზადაა.

ფასი და მიწოდება

ვბეჭდავთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს. გადახდა გადარიცხვით.

2 გარე სტიკერი

10 ₾ბათუმში

სხვა ქალაქებში — 15 ₾, მიწოდებით.

2 გარე + 2 შიდა

15 ₾ბათუმში

სხვა ქალაქებში — 20 ₾, მიწოდებით.

ბათუმი: ბეჭდვიდან 1–3 დღეში, შეთანხმებულ ადგილზე გადმოგცემთ, უფასოდ.
სხვა ქალაქები: ბეჭდვიდან 3–5 სამუშაო დღეში, საქართველოს ფოსტით (მიწოდება 5 ₾). ფოსტა ერთხელ მოგიტანთ მისამართზე; თუ არ დახვდით, სტიკერებს ფოსტის ოფისიდან გაიტანთ.

ხშირი კითხვები

ჩემი ნომერი ყველას ეცოდინება?

სტიკერზე ტელეფონის ნომერი არ წერია. ნომერს მხოლოდ ის გაიგებს, ვინც QR კოდს დაასკანერებს. ჩვენ თქვენს ნომერს საიტზე არ ვინახავთ.

სად დავაკრა?

გარე სტიკერები — წინა და უკანა მინაზე, გარედან, კუთხეში, სადაც მინის საწმენდი ვერ მისწვდება. შიდა სტიკერი — მინაზე შიგნიდან ან სალონში, გლუვ ზედაპირზე. ტორპედოს ზედა მხარეს არ გირჩევთ: მინაზე აირეკლება და ხედვას შეგიშლით. არც იქ დააკრათ, სადაც უსაფრთხოების ბალიში (airbag) იხსნება — საჭეზე და მგზავრის მხარეს ტორპედოზე.

ნომერი თუ შემეცვლება?

ამ შემთხვევაში ახალი გარე სტიკერების შეკვეთა მოგიწევთ.