ყველა მაღაზიისთვის
იცით, რამდენი ივაჭრეთ ამ თვეში? ზუსტად?
ჩაწერეთ ყოველდღიური შემოსავალი და ხარჯი — თვის ჯამს პროგრამა თვითონ დაითვლის.
130 ₾ ერთხელ · ყოველთვიური გადასახადის გარეშე
პრობლემა
დღის ბოლოს ფულს ითვლით, მაგრამ ჩანაწერი არსად რჩება. ნაღდი და ბარათით შემოსული ფული ერთმანეთში ირევა. თვის ბოლოს ძნელი სათქმელია, რა შემოვიდა და რა გავიდა.
გამოსავალი
ყოველდღიური ჩანაწერი ერთ გვერდზე, ნაღდი და საბანკო ცალ-ცალკე. ჯამებს პროგრამა თვითონ ითვლის.
რას აკეთებს
გამოდგება ნებისმიერი მცირე ბიზნესისთვის: უბნის მაღაზია იქნება, ბუტიკი თუ სახელოსნო.
✓
დღის გვერდიშემოსავალი და ხარჯი, ნაღდი და საბანკო ცალ-ცალკე.
✓
ჯამებიამ თვის, წინა თვის ან ნებისმიერი პერიოდის შედეგი ერთი შეხედვით.
✓
კასა და ბანკირამდენი ფული გაქვთ კასაში და რამდენი — ბანკში. აქვე იწერება ფულის აღება და ჩადება, ასევე გადატანა კასიდან ბანკში და პირიქით.
✓
რამდენიმე მოწყობილობაზეპროგრამით რამდენიმე ტელეფონიდან ან პლანშეტიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ. მაგალითად, ერთი მაღაზიაში წერს, მეორე სახლიდან ხედავს და აკონტროლებს.
✓
უსაფრთხოებამონაცემები თქვენს Google ანგარიშშია. ყოველ ღამე ავტომატური სარეზერვო ასლი იქმნება.



როგორ მუშაობს
- დღის განმავლობაში ან დღის ბოლოს ჩაწერეთ ნავაჭრი და ხარჯი.
- მიუთითეთ: ნაღდი თუ საბანკო.
- თვის ბოლოს ნახეთ ჯამი. ხელით დათვლა აღარ მოგიწევთ.
ფასი და დაყენება
130 ₾ერთხელ
ყოველთვიური გადასახადი არ არის.
- ბათუმში ადგილზე დაგიყენებთ, სხვა ქალაქებში — ონლაინ. საწყისი მონაცემების შეტანაშიც დაგეხმარებით.
- თქვენგან არაფერია საჭირო: Google ანგარიშსაც ჩვენ შეგიქმნით.
- მუშაობს ტელეფონზე, პლანშეტსა და კომპიუტერზე.
- 2 კვირა უფასო დახმარება. გადახდა გადარიცხვით.
ვალადაც ყიდით? ნისია + ნავაჭრი — 200 ₾
ხშირი კითხვები
საკასო აპარატს ჩაანაცვლებს?
არა. ეს თქვენი შიდა აღრიცხვაა და საკასო აპარატს არ ცვლის.
საჭიროა ბუღალტრული ცოდნა?
არა. ჩაწერთ თანხას და აირჩევთ: ნაღდი თუ საბანკო.
სხვა მოწყობილობიდანაც ჩანს?
დიახ. ერთი წერს ტელეფონზე, მეორეს პლანშეტზე ან სხვა ტელეფონზე შეუძლია ნახოს და გააკონტროლოს.